აშშ-ის ქალაქ სირაკიუსში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის რვა წლის ბავშვი დაშავდა

08:15, 21.09.2018

ხუთი ადამიანი, მათ შორის რვა წლის ბავშვი დაშავდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის შტატის ქალაქ სირაკიუსში სროლის შედეგად. ინფორმაციას CNYCentral-ი შტატის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა სახლში მოხდა, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობდა. ადგილზე პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი