აშშ ქაბულიდან ავღანელი ლტოლვილების გამოყვანას გეგმავს
აშშ ქაბულიდან ავღანელი ლტოლვილების გამოყვანას გეგმავს

აშშ ქაბულიდან ავღანელ ლტოლვილებს გამოიყვანს. ამის შესახებ განცხადება გენერალ-მაიორმა, უილიამ ტეილორმა გააკეთა.

მისი თქმით, ქაბულიდან ყოველ საათში თვითმფრინავი გამოფრინდება და ყოველდღიურად ცხრა ათასამდე ადამიანს გამოიყვანენ.

პენტაგონი ასევე გეგმავს, ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე  22 ათასამდე ავღანელი ლტოლვილის შეფარებას. უილიამ ტეილორის განმარტებით, ესენი ის პირები და მათი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც გასული 20 წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობდნენ და ახლა საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. უსაფრთხო ევაკუაციაში რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას ვაშინგტონმა თალიბებთან დოჰაში მოლაპარაკებისას მიაღწია.