აშშ პალესტინელებისთვის დახმარების გამოყოფას განაახლებს
აშშ პალესტინელებისთვის დახმარების გამოყოფას განაახლებს

აშშ-ის მთავრობა, კონგრესთან თანამშრომლობით, პალესტინელი ხალხის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებას განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ბლინკენის განცხადების თანახმად, იგეგმება ფინანსური დახმარების სახით 75 მილიონი დოლარის გამოყოფა დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორისთვის ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, 10 მილიონი დოლარის გამოყოფა სამშვიდობო პროგრამებით და 159 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა დახმარების გამოყოფა აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ ასევე განაახლებს უსაფრთხოების მხარდაჭერის მნიშვნელოვან პროგრამებს.

ბლინკენის თქმით, აშშ-ის საგარეო დახმარება პალესტინელი ხალხისთვის ემსახურება აშშ-ის მნიშვნელოვან ინტერესებსა და ღირებულებებს. ის ითვალისწინებს უკიდურესად საჭირო დახმარებას გასაჭირში მყოფი ხალხისთვის, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინას შორის ურთიერთგაგებას, უსაფრთხოების კოორდინაციას და სტაბილურობას.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ასევე შეესაბამება აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებსა და ღირებულებებს.