აშშ მზად არის, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან საბრძოლველად ფულადი სახსრები გამოყოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული.
პომპეოს განცხადების თანახმად, აშშ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და სხვა დაზარალებული ქვეყნებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ამასთან, აშშ მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს, რომ მათთან ერთად ებრძოლონ მზარდ საფრთხეს.