აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის
აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან, წინაპირობების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

„მოდით, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. მაგალითად, ამინდზე ან იმაზე, იქნება ეს ოთხკუთხედი თუ მრგვალი მაგიდა. უკიდურეს შემთხვევაში, პირისპირ მაინც დავილაპარაკებთ, შემდეგ კი შევიმუშავებდით საგზაო რუკა, რომლითაც წინ მოძრაობას შევძლებდით“, – განაცხადა ტილერსონმა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, არარეალისტური იქნებოდა იმის თქმა, რომ აშშ-ი დათანხმდება ფხენიანთან მოლაპრაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მზად იქნება, უარი თქვას თავის ბირთვულ პროგრამაზე.

„მათ ძალიან ბევრი ჩადეს ამ პროგრამაში“, – განაცხადა ტილერსონმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება გაერო-სთან დიალოგს დათანახმდა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა პოლიტიკურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ჯეფრი ფელტმანის ფხენიანში ხუთდღიანი ვიზიტის შემდეგ.

თუმცა 12 დეკემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ფელტმანმა განაცხადა, რომ ფხენიანს საბოლოო პასუხისთვის დროს სჭირდება.