აშშ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკანდინავიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა
აშშ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკანდინავიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა

აშშ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკანდინავიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიანმა გააკეთა.

„თურქეთის მხრიდან ნებისმიერი სახის შუამავლობა ან მშვიდობისმყოფელობა წარუმატებელი ინიციატივაა აშშ-ისა და სომხეთისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ორივე მხარე უნდა დათანხმდეს სკანდინავიელი სამშვიდობოების განლაგებას“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.

მისივე თქმით, შეიარაღებულ სამშვიდობო ძალებში ასევე უნდა იყვნენ წარმოდგენილნი მშვიდობისმყოფელები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებიდან.

„ჩვენ ვმუშაობთ სკანდინავიის მთავრობებთან სამშვიდობო ძალების ფორმირების საკითხზე, რომელთა განთავსებაც შესაძლებელი იქნება რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად“, – განაცხადა ობრაიენმა.

დატოვე კომენტარი