აშშ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და დაძაბულობის შესამცირებლად მხარეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს
აშშ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და დაძაბულობის შესამცირებლად მხარეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და დაძაბულობის შესამცირებლად, მხარეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნედ პრაისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების, მსხვერპლისა და დაშავებულების გამო და აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს ვითარებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ, დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.

დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან გამოწვეული ყველა დარჩენილი საკითხის მოლაპარაკებების, ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების აუცილებლობას“, – ვკითხულობთ ნედ პრაისის განცხადებაში.

მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს და არის მსხვერპლი.