აშშ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს
აშშ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს

აშშ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკინენმა გააკეთა.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. მათ შორის კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა, ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ყოფნის აკრძალვა. ოპოზიციონერი კანდიდატების დაშინება და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაკავებამ ჩრდილი მიაყენა პროცესს. ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა, იმართება. დაკავებულია 3000 ადამიანი. დაშავდა 100-ზე მეტი.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს.