უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს ოკუპირებულ დონბასში რუსული სცენარით რეფერენდუმის ჩატარებას.
„რაც შეეხება რეფერენდუმის იდეას, ეს საკითხი ჰელსინკიში შეხვედრის დროს იქნა წამოყენებული. ჩვენ, თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც ნათლად აღვნიშნეთ, რომ რეფერენდუმის ჩატარების იდეას უარვყოფთ“,- განაცხადა უოლკერმა.
კურტ უოლკერი აღნიშნავს, რომ რეფერენდუმი ვერ იქნება სამართლებრივად სწორი უკრაინის კონსტიტუციისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით.