მედიის ცნობით, ბრეტ კავანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა
მედიის ცნობით, ბრეტ კავანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა

ბრეტ კავანომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე დასანიშნად საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა.

ამერიკული მედიის ცნობით, სენატში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ორი რესპუბლიკელი სენატორი, რომელთა პოზიციაც აქამდე უცნობი იყო, კავანოს უჭერენ მხარს.

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფინალური კენჭისყრა 6 ოქტომბერს, საღამოს საათებში გაიმართება. დიდი ალბათობით, ბრეტ კავანოს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დაამტკიცებენ.

დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად ბრეტ კავანო 10 ივლისს წარადგინა. ცოტა ხანში კი მის წინააღმდეგ სკანდალი აგორდა. ბრეტ კავანო სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ბრალდებების მიუხედავად, თეთრი სახლის ლიდერი საკუთარ კანდიდატს მხარს უჭერდა. თავად ბრეტ კავანო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.