აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი დააკავა
აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი დააკავა

აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი დააკავა. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ თვეში, როდესაც აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობით დატვირთული გემი დააკავა.

მიუხედავად იმისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ბრძანა, რომ სანქცირებული ტანკერები დაეკავებინათ, გემი, რომელიც ახლა დააკავეს, არ არის ამერიკული სანქციების ქვეშ. როგორც „სიენენი“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, გემი პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი იყო, რომელსაც ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა და საბოლოოდ აზიისკენ იყო მიმართული. ვენესუელა კი აშშ-ის ამ ქმედებას აფასებს, როგორც საერთაშორისო ტერორისტულ აქტს.