აშშ-მა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-მა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. შემზღუდველი ზომების ფარგლებში, დაყადაღდება კორპორაციის შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები. ასევე, გაიყინება იმ იურიდიულ პირთა აქტივებიც, ვინც ვენესუელისგან ნავთობის შეძენას შეეცდება.

სანქციები ასევე შეეხება ვენესუელის ცენტრალურ ბანკს, ასევე პირებს, რომლებიც ნიკოლას მადუროს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი ბოლო დღეების განმავლობაში გამწვავდა. ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ხუან გუაიდომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად ცნო და საკუთარი თავი გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა. ხუან გუაიდოს მხარდაჭერა აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა, სულ 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ გამოუცხადა.