აშშ-მ ვენესუელას მთავრობის ოთხ გუბერნატორს სანქციები დაუწესა
აშშ-მ ვენესუელას მთავრობის ოთხ გუბერნატორს სანქციები დაუწესა

აშშ-მ ვენესუელას მთავრობის რამდენიმე გუბერნატორს სანქციები დაუწესა.

ე.წ. შავ სიაში მოხვდა ვენესუელას სულიას შტატის გუბერნატორი. აღნიშნული შტატი კოლუმბიის საზღვართან მდებარეობს და ორგანიზებული დანაშაულის მაღალი აქტივობით არის ცნობილი. სულიას შტატში აქტიურად მიმდინარეობს ნარკოვაჭრობა და ხშირია შეკვეთილი მკვლელობები.

ვაშინგტონის სანქციები ასევე შეეხება შტატ აპურეს, რომლის გუბერნატორიც ოპოზიციის წინააღმდეგ ხშირად იყენებს პოლიციას და არმიას. აპურეს შტატიც კოლუმბიის საზღვართან მდებარეობს.

ე.წ. შავ სიაში მოხვედრა აშშ-ში აქტივების გაყინვას ნიშნავს და აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობების წარმოებას უკრძალავს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი ვენესუელას მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს მომავალშიც დააწესებს.

კოლუმბიის დედაქალაქში მაიკ პენსი ვენესუელას პარლამენტის სპიკერს, ხუან გუაიდოს შეხვდა.

შეგახსენებთ, ხუან გუაიდომ 23 იანვარს თავი ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.