აშშ-მა უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა
აშშ-მა უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა

აშშ უკრაინას 1,2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს, – ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახური ავრცელებს.

დახმარების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და შეიარაღებული საარტილერიო საბრძოლო მასალის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

აშშ-ის მორიგი დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგოდ, 155 მმ საარტილერიო ჭურვებს, დამატებით საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და საბრძოლო მასალებს.

ცნობისთვის, 3 მაისს აშშ-მა უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელსაც უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყენებს.