აშშ-მა უკრაინას 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო

02:03, 03.12.2024
The flags of Ukraine, the United States, and the District of Columbia fly together on Pennsylvania Avenue near the Capitol, Saturday, March 5, 2022, by order of the mayor of Washington. (AP Photo/J. Scott Applewhite)

აშშ-მა უკრაინას 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და 50-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანებულია, რათა უკრაინას ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც მას სჭირდება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.

ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს სტინგერის რაკეტებს, უპილოტო საჰაერო სისტემებს, საბრძოლო მასალას საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, 155მმ და 105მმ საარტილერიო საბრძოლო მასალას, „ჯაველინისა“ და AT-4 ჯავშანტექნიკის სისტემებს და ა.შ.

მსგავსი