აშშ-მა პირველად წარადგინა უახლესი ფრთოსანი რაკეტა Tomahawk Block IV, რომელიც 1600 კილომეტრზე მოქმედებს. საზღვაო ბაზირების რაკეტის გაშვება როგორც სამხედრო ხომალდებიდან, ასევე წყალქვეშა ნავებიდან არის შესაძლებელი.
აშშ-ის რაკეტას როგორც სახმელეთო სტაციონარული, ასევე მოძრავი საზღვაო სამიზნეების განადგურება შეუძლია. გარდა ამისა, რაკეტა ქსელურ-ცენტრალურ იარაღს წარმოადგენს, რომელიც მონაცემთა გადაცემის ორმხრივი ხაზითაა აღჭურვილი, რაც ინფორმაციის გადაცემისა და მიღების საშუალებას რაკეტის გაშვების შემდეგაც იძლევა.
ახალი სისტემის საშუალებით, რაკეტის ფრენის მონიტორინგი და სამიზნის შესახებ ინფორმაციის განახლება ხდება შესაძლებელი. შესაბამისად, რაკეტას სამიზნის შეცვლა გაშვების შემდეგაც შეუძლია. Tomahawk-ის ტიპის ახალ რაკეტას უფრო ძლიერი საბრძოლო ქობინი აქვს, რომლის წონა 454 კილოგრამია.