აშშ-მა თავის არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს ახლო აღმოსავლეთის ექვსი ქვეყნის დატოვების ბრძანება მისცა
აშშ-მა თავის არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს ახლო აღმოსავლეთის ექვსი ქვეყნის დატოვების ბრძანება მისცა

აშშ-მა თავის არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს ახლო აღმოსავლეთის ექვსი ქვეყნის დატოვების ბრძანება მისცა. უსაფრთხოების რისკების გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იორდანიაში, ბაჰრეინში, ერაყში, კატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თანამშრომლებს ოჯახებთან ერთად ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

მედიის ცნობით, დეპარტამენტმა გადაწყვეტილება საუდის არაბეთსა და ქუვეითში ამერიკის საელჩოებზე თავდასხმების შემდეგ მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, მორა ნამდარმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის 14 ქვეყანაში მყოფ ამერიკელებს მოუწოდა „სერიოზული უსაფრთხოების რისკების გამო კომერციული გზებით დატოვონ ქვეყანა“.