აშშ-მა თანმხლები პირების გარეშე ავღანეთიდან ათობით ბავშვის ევაკუაცია განახორციელა
აშშ-მა თანმხლები პირების გარეშე ავღანეთიდან ათობით ბავშვის ევაკუაცია განახორციელა

აშშ-მა თანმხლები პირების გარეშე ავღანეთიდან ათობით ბავშვის ევაკუაცია განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბავშვები ქაბულის აეროპორტში მშობლებისა და მეურვის გარეშე მივიდნენ. აშშ-ში ჩაყვანის შემდეგ, ისინი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტსა და სოციალური სამსახურის ლტოლვილთა ოფისს ჩააბარეს.

„როიტერის“ ცნობით, ზოგიერთი ბავშვი აშშ-ში მცხოვრებ ნათესავებს გადასცეს. სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ კი 34 ავღანელი არასრულწლოვანი იმყოფება, ისინი სპეციალურ თავშესაფრებში მოათავსეს, რომლებსაც გააჩნიათ ავღანელ ბავშვებზე ზრუნვის გამოცდილება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 105 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, რომელთა შორის არიან აშშ-ის მოქალაქეები, ავღანელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.