აშშ-მა სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას „არაორდინალური გადაწყვეტილება“ უწოდა
აშშ-მა სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას „არაორდინალური გადაწყვეტილება“ უწოდა

აშშ-მა სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას „არაორდინალური გადაწყვეტილება“ უწოდა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნების ლეგიტიმური შედეგების მიღება გადამწყვეტია ნებისმიერ დემოკრატიისთვის. ჩვენ და თურქეთის სხვა მეგობრები ცნობად ვიღებთ ამ არაორდინალურ გადაწყვეტილებას. თურქეთს დემოკრატიის ხანგრძლივი და საამაყო ტრადიცია აქვს.

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას ეს არჩევნები კანონთან სრულ შესაბამისობაში ჩაატაროს და დაიცვას ის ვალდებულებები, რომელსაც თურქეთს ეუთო-ს და ნატო-ს წევრობა და ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვა აკისრებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სტამბოლში ხელახალი არჩევნები 23 ივნისს არის დანიშნული.