აშშ-მა სირიაში, დეირ ელ-ზორის პროვინციაში სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

17:42, 27.03.2018

აშშ-მა სირიაში, დეირ ელ-ზორის პროვინციაში სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. ქურთული დაჯგუფების,  „სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესსპიკერის, მეჰდი კობანის განცხადებით, სამხედრო ბაზა ალ-ომარის ნავთობსაბადოს სიახლოვეს შენდება.

აღნიშნულ საბადოს სირიაში ყველაზე მასშტაბური მარაგი აქვს. მშენებლობის უსაფრთხოებას „სირიის დემოკრატიული ძალები“ უზრუნველყოფენ, რომელიც ქურთი და არაბი მებრძოლებითაა დაკომპლექტებული.

აშშ-მა სირიაში სამხედრო ოპერაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ 2014 წელს დაიწყო. სირიის ხელისუფლება აშშ-ის „ინტერვენციას” მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები სირიაში ცენტრალური ხელისუფლების მოწვევის გარეშე იმყოფებიან.

მსგავსი