აშშ-მა შესაძლოა, თურქეთს იდლიბში გამოსაყენებლად „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემები გაუგზავნოს
აშშ-მა შესაძლოა, თურქეთს იდლიბში გამოსაყენებლად „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემები გაუგზავნოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, თურქეთს იდლიბში გამოსაყენებლად „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემები გაუგზავნოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარას თქმით, ანკარა ვაშინგტონთან ამ საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

დღეს იდლიბში ავიაიერიშის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.