აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

19:43, 31.03.2022

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ახალი შეზღუდვების სამიზნე ტექნოლოგიის სექტორის ოპერატორები არიან, რათა მოსკოვმა ვერ შეძლოს მოქმედი სანქციების გვერდის ავლა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა 21 კომპანიასა და 13 ფიზიკურ პირს. „შავ სიაში“ მოხვედრილ კომპანიებს შორის არის „მიკრონი“ – რუსეთში მიკროელექტრონიკისა და ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სახაზინო დეპარტამენტმა ასევე შეზღუდვები გაავრცელა რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებზე. ეს ნაბიჯი აშშ-ის აძლევს საშუალებას, დაუწესოს სანქციები ნებისმიერ პირს ან კომპანიას, რომელიც გადაწყვეტს ამ სექტორებში საქმიანობას.

„ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ყველა კუთხიდან, ვიდრე ეს არჩეული უაზრო ომი არ დასრულდება“, – ნათქვამია სახაზინო მდივან ჯანეტ უელენის განცხადებაში.

მსგავსი