აშშ-მა რუსეთის ერთ-ერთ ბანკს სანქციები დაუწესა
აშშ-მა რუსეთის ერთ-ერთ ბანკს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ერთ-ერთ ბანკს სანქციები დაუწესა. მიზეზი კი ვაშინგტონის მიერ სანქციების ე.წ. შავ სიაში შეყვანილი პირის მომსახურება გახდა.

გავრცელებული ცნობით, რუსულმა “აგროსაიუზ ბანკმა” ჩრდილოეთ კორეის Foreign Trade Bank -ის მოსკოვის ფილიალის დირექტორისთვის, ჰან იან სუსთვის მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განახორციელა. აღნიშნული პირი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამასთან არის კავშირში.

ვაშინგტონი ასევე მოითხოვს, რომ ჰან იან სუ და მისი მოადგილე რი იონ ვონი გააძევონ რუსეთიდან, ისე როგორც ამას გაერო-ს რეზოლუცია მოითხოვს.