აშშ-მა ქაბულიდან სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესი დაიწყო
აშშ-მა ქაბულიდან სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესი დაიწყო

აშშ-მა ქაბულიდან სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პენტაგონის განცხადებით, მოქალაქეების და მშვიდობიანი მოსახლეობის ორკვირიანი საევაკუაციო პროცესის შემდეგ, აშშ ქაბულის აეროპორტში განთავსებული სამხედროების გაყვანის პროცესს იწყებს. ამჟამად ქაბულის აეროპორტში ოთხი ათასზე ნაკლები სამხედროა დარჩენილი.

გარდა ამისა, პენტაგონის თქმით, გასულ ღამეს დრონებით განხორციელებული დაბომბვისას, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი წევრი მოკლეს, რომლებიც ქაბულის ტერაქტის ორგანიზებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

„თალიბანის“ წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰედის განცხადებით, აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ აეროპორტზე კონტროლს ისინი დაამყარებენ და მომავალი მთავრობის ფორმირებას დაიწყებენ.

საევაკუაციო პროცესის დასრულების ბოლო ვადად 31 აგვისტოა განსაზღვრული.