აშშ-მა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ში ჩართულ კომპანიებს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს
აშშ-მა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ში ჩართულ კომპანიებს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

აშშ-მა რამდენიმე კვირაში პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ში ჩართულ კომპანიებს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კანონპროექტი თითქმის მომზადებულია და მთავარი საკითხია, კონკრეტულად ვის შეეხება სანქციები.

შემზღუდველი ზომები შესაძლოა, შეეხოთ იმ ბანკებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც გაზსადენის მშენებლობას აფინანსებენ. გამოცემა წერს, რომ სანქციების დაწესებამდე აშშ გადაწყვეტილებას ევროკავშირს აცნობებს.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული ბუნებრივი აირის გერმანიისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. აშშ-ში ფიქრობენ, რომ პროექტი კრემლს პოლიტიკურ ბერკეტს მისცემს და რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულებას გაზრდის.