აშშ-მა ორგანიზაცია Palestine Action-ს სანქციები დაუწესა და განსაკუთრებულ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
აშშ-მა ორგანიზაცია Palestine Action-ს სანქციები დაუწესა და განსაკუთრებულ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
Palestine Action-ის წინააღმდეგ მსგავსი გადაწყვეტილება მანამდე დიდ ბრიტანეთშიც მიიღეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ Palestine Action-ი 2025 წლის ივლისში მას შემდეგ აკრძალა, რაც ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე და სამხედრო თვითმფრინავები დააზიანეს. აღნიშნული ჯგუფი ბრიტანეთის ხელისუფლებას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილ ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.