აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა
აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა

აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა. როგორც მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ტექნიკის ნაწილი ჩაიტანეს.

მათი ინფორმაციით, შეკვეთილი ტექნიკის საერთო ღირებულება ხუთი მილიონი დოლარია. დანარჩენ ტექნიკას მოლდოვაში წლის ბოლომდე ჩაიტანენ.

როგორც მოლდოვის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, ამერიკული ტექნიკა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს მოლდოვის არმიის ოპერატიულობისა და თავსებადობის გასაზრდელად არის საჭირო.

კონკრეტულად რა სახის ტექნიკა გადასცა აშშ-მა მოლდოვას, დაკონკრეტებული არ არის.

კიშინიოვში მდებარე აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ „აშშ ეხმარება მოლდოვას თავდაცვის მოდერნიზებაში, რათა მან შეძლოს ნეიტრალიტეტისა და სუვერენიტეტის დაცვა“.