აშშ-მა კრიმინალური ავტორიტეტები ზაქრო კალაშოვი და „ტაივანჩიკი“ „შავ სიაში“ შეიყვანა
აშშ-მა კრიმინალური ავტორიტეტები ზაქრო კალაშოვი და „ტაივანჩიკი“ „შავ სიაში“ შეიყვანა

აშშ-ის „შავ სიაში“ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან 10 კრიმინალური ავტორიტეტი მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა ზაქრო კალაშოვს, ლაშა შაშუნაშვილსა და „ტაივანჩიკის“ ზედმეტსახელით ცნობილ ალიმჟან ტოხტახუნოვს.

„შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ იური პიჩუგინი, რუბენ ტატულიანი, ვლადიმერ ტიურინი, ვასილი ქრისტოფოროვი, კამჩიბეკ კოლბაევი, ვლადისლავ ლეონტიევი, და გაფურ რახიმოვი.

სანქციები აშშ-ში არსებული აქტივების გაყინვასა და სავიზო სანქციებს ითვალისწინებს.