აშშ-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ბულგარეთსა და სამხრეთ კორეასთან უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ
აშშ-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ბულგარეთსა და სამხრეთ კორეასთან უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ

აშშ-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ბულგარეთსა და სამხრეთ კორეასთან უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ანალოგიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იაპონიასთანაც.

გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თვეების განმავლობაში იცოდა უკრაინის საბრძოლო მასალის ამოწურვის შესახებ და გააძლიერა ძალისხმევა ჭურვების ფრონტის ხაზზე მისაწოდებლად, რადგან ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

„ფაინენშელ თაიმსის“ სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის ძალისხმევა ორიენტირებულია მეტი 155 მმ კალიბრის ჭურვის მიწოდებაზე.

აშშ-ის არმიის მონაცემებით, ვაშინგტონი მიზნად ისახავს 2025 ფისკალური წლისთვის თვეში 90 000-მდე საბრძოლო მასალის წარმოებას, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე თვეში 14 000-მდე იყო.