აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ხუთი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა
აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ხუთი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ხუთი მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჯილდო გადაეცემა მას, ვინც დაეხმარება აშშ-ის მთავრობას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სამი მეთაურის: ამის მუჰამედ საიდ მუჰამედ აბდელ რაჰმან ალ-მულას, სამი ჯასემ მუჰამედ ალ-ჯაბურის და მუატაზ ჰაუმან ანდ ჰაეფ ჰაჯემ ალ -ჯაბურის დაკავებაში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველაზე დიდი ჯილდო 25 მილიონი დოლარი იმ ადამიანებს ერგება, ვინც ვაშინგტონს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის პოვნასა და დაკავებაში დაეხმარება. ანალოგიური ჯილდო დაწესებულია „ალ-ქაედას“ ლიდერ აიმან აზ-ზავაჰირის შესახებ ინფორმაციისთვის.