აშშ-მა ირანს ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებზე თავდასხმების გამო ახალი სანქციები დაუწესა

02:15, 11.07.2026

აშშ-მა ირანს ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებზე განხორციელებული თავდასხმების გამო ახალი სანქციები დაუწესა.

ამჯერად ე.წ. შავ სიაში ახალი სულიერი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მთავარი ფინანსისტი ალი ანსარი და კიდევ 13 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდნენ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში საუბარია, რომ ალი ანსარი ხელმძღვანელობს გლობალურ აქტივებს, რომელთაც სარგებელი მოაქვთ მოჯთაბა ხამენეისა და რეჟიმის ელიტისთვის.

სანქციები ასევე მოიცავს ირანის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, რომელთა საშუალებითაც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ოდენობით თანხების ტრანზაქცია ხორციელდება სანქცირებული ირანული ბანკებიდან.

მსგავსი