აშშ-მა ირანისა და სხვა მოწინააღმდეგეებისგან ისრაელის დასაცავად 500 მილიონი დოლარის ღირებულების THAAD-ის სისტემის რაკეტები გამოიყენა
აშშ-მა ირანისა და სხვა მოწინააღმდეგეებისგან ისრაელის დასაცავად 500 მილიონი დოლარის ღირებულების THAAD-ის სისტემის რაკეტები გამოიყენა.
პენტაგონის დოკუმენტების თანახმად, ამერიკული სისტემა ძირითად მიმდინარე წლის ივნისში, ისრაელის და ირანის 12-დღიანი დაპირისპირების დროს მუშაობდა. მოხსენების თანახმად, აშშ-მა ირანის ომის დროს 100-დან 150-მდე THAAD-ის რაკეტა ისროლა.
აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს დოკუმენტების მიხედვით, THAAD-ის თითოეული რაკეტა დაახლოებით 12.7 მილიონი დოლარი ღირს.
THAAD-ი არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც დამზადებულია აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორი კომპანიის, Lockheed Martin-ის მიერ და შექმნილია მოკლე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების დასაჭერად ფრენის ბოლო ფაზაში. გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ ისრაელში აღნიშნულ სისტემას გზავნიდა.