აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 30-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 30-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პირები ირანელ ძმებთან, მანსურ, ნასარ და ფაზლოლა ზარინგჰალამებთან არიან დაკავშირებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძმებმა მილიარდობით დოლარი გაათეთრეს ფარული კომპანიების მეშვეობით და რომ ირანი ამ ქსელს იყენებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
აშშ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქსელი ირანს ეხმარება ბირთვული პროგრამების დაფინანსებაში და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერაში.
ამერიკის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქსელში შემავალი ფარული კომპანიები სხვადასხვა ბანკში სხვადასხვა ვალუტაში ანგარიშებს ხსნიან, რათა ირანული ნავთობის გამყიდველი სანქცირებული ირანული ორგანიზაციებისთვის გადახდები გააადვილონ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო თვეების განმავლობაში ირანზე ზეწოლა გააძლიერა.