აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

როგორც ცნობილია, ახალი სანქციები ირანის კოსმოსურ სააგენტოს, ასევე ასტრონავტიკის შემსწავლელ ინსტიტუტს და კოსმოსის შესწავლის ცენტრს შეეხება. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები ირანის ბირთვულ პროგრამაზე ზემოქმედების მიზნით ამოქმედდა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება გასულ წელს დატოვა, რის შემდეგაც თეთრი სახლის ლიდერმა დოკუმენტის პირობებში გაუქმებული სანქციები კვლავ აამოქმედა.

დატოვე კომენტარი