აშშ-მა ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ ახალი სანქციები დაუწესა

22:06, 08.10.2026

აშშ-მა ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ ახალი სანქციები დაუწესა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები ფიზიკურ პირებს, ქსელებსა და 17 გემს დაუწესა, რომლებიც ჩართული არიან ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ქიმიკატების ტრანსპორტირებაში.

„როიტერი“ წერს, რომ სანქციები „ოპერაცია ეკონომიკური ზეწოლის“ ნაწილია, რომლის მიზანი თეირანის ეკონომიკური დასუსტება და „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის“ (IRGC) დაფინანსების წყაროების შემცირება.

„დღევანდელი ქმედება წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან დარტყმას ირანის დარჩენილი უკანონო საზღვაო ინფრასტრუქტურისთვის, რადგან ის ანეიტრალებს ჩრდილოვანი ფლოტის დიდ უმრავლესობას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო წყვეტს რეჟიმის უკანონო შემოსავლის ბოლო მთავარ წყაროს და აძლიერებს საერთაშორისო ზეწოლას თეირანისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად“, – განუცხადა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გამოცემას.

ცნობისთვის, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 14 ივლისს ხელახლა დააწესა ირანის პორტების ბლოკადა.

მსგავსი