აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აპარატი ამერიკულ სამხედრო ხომალდს უქმნიდა საფრთხეს. ის ხომალდისგან 900 მეტრის დაშორებით სახიფათოდ გადაადგილდებოდა.

როგორც პენტაგონში განმარტავენ, ხომალდიდან ობიექტის მიმართულებით ცეცხლი მხოლოდ თავდაცვის მიზნით გახსნეს, რადგან უპილოტო საფრენი აპარატი საფრთხეს წარმოადგენდა.

დრონის ჩამოგდებაზე ინფორმაცია არ აქვს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჯავად ზარიფის თქმით, მას დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

დატოვე კომენტარი