აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ მზად არის, ირანთან მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე ჩაერთოს
აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ მზად არის, ირანთან მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე ჩაერთოს

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ მზადაა ირანთან სერიოზულ მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე ჩაერთოს.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, კელი კრაფტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოლაპარაკების ამოცანა საერთაშორისო მშვიდობის დაცვა და ირანის რეჟიმის მხრიდან ვითარების ესკალაციის პრევენცია უნდა იყოს.

წერილში ნათქვამია, რომ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობა თავდაცვითი სახის ზომა იყო და აშშ მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები რეგიონში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, საჰაერო ოპერაციები ირანის შეკავებას ისახავდა მიზნად.