აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ ფილიპინებთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ფილიპინები აშშ-თან „ღია ბაზრის“ რეჟიმს დააწესებს და ნულოვანი ტარიფები იქნება, თუმცა ფილიპინები 19%-იან ტარიფს გადაიხდის.
როგორც დონალდ ტრამპი წერს, მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.
ცნობისთვის, მანამდე ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, გასულ წელს აშშ-ს ფილიპინებთან თითქმის ხუთმილიარდდოლარიანი სავაჭრო დეფიციტი ჰქონდა 23,5-მილიარდდოლარიანი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვისას.