აშშ-მა, ევროკავშირმა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს
აშშ-მა, ევროკავშირმა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შავ სიაში შეიყვანეს ბელარუსი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და შინაგანი ჯარიც. საერთო ჯამში სანქციები დააწესეს 16 ფიზიკური პირისა და ხუთი უწყების წინააღმდეგ. სასანქციო სიაში ასევე არის ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტიც.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ალექსანდრ ლუკაშეკოს პრესმდივანს, შინაგანი ჯარის მეთაურს და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დღესვე დაამტკიცა ევროკავშირმაც. ე.წ. შავ სიაში მოხვდა 78 ფიზიკური პირი და რვა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ალექსანდრ ლუკაშნეკოს რეჟიმთან. ამას გარდა, ევროკავშირის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ე.წ. სექტორალურ სანქციებსაც დააწესებენ.

ევროკავშირის საბჭოში განმარტეს, რომ შავ სიაში შეიყვანეს ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან 23 მაისს მინსკის აეროპორტში „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას სოფია საპეგას დაკავებასთან.

საბჭოში ასევე განაცხადეს, რომ „ე.წ. შავ სიაში მოხვდა რამდენიმე ცნობილი ბიზნესმენიც, რომელიც მხარს უჭერს ლუკაშნეკოს რეჟიმს“.

„ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ ალექსანდრ ლუკაშნეკოს მხარდაჭერა მათ ძვირად დაუჯდებათ“,- ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ასევე დააწესა კანადამ და დიდმა ბრიტანეთმაც.

დატოვე კომენტარი