აშშ-მა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციები განაახლა
აშშ-მა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციები განაახლა

აშშ-მა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყთან ერთად ოპერაციები განაახლა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ერთობლივი ოპერაციების აღდგენა ორივე ქვეყნის სამხედროებს სურდათ, რადგან შესაძლოა, ჯიჰადისტებმა კოალიციაზე გამარჯვების პროპაგანდა გააძლიერონ.

ერთობლივი ოპერაციები 15 იანვრიდან განახლდა. აშშ-მა ერთობლივი ოპერაცია ერაყში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ შეაჩერა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც 3 იანვარს, აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყში, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლა. გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანმა ერაყში განთავსებულ ორ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პარალელურად, ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხო ქვეყნის ძალების გასვლა მოითხოვა. ერთობლივი ოპერაციები სწორედ ამის შემდეგ შეწყდა.