აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას ითვალისწინებს, დოჰაში გაიმართა. მას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაესწრო.

შეთანხმების თანახმად, 14 თვის განმავლობაში აშშ და ნატო ავღანეთიდან ჯარებს ბოლომდე გაიყვანენ. თავის მხრივ, „თალიბანი“ პირობას დებს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.

სამშვიდობო პროცესის მეორე ფაზა ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს.

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან.