აშშ-მა და სპარსეთის ყურის ექვსმა ქვეყანამ ირანთან და „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ 25 პირს სანქციები დაუწესეს
აშშ-მა და სპარსეთის ყურის ექვსმა ქვეყანამ ირანთან და „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ 25 პირს სანქციები დაუწესეს

აშშ-მა და სპარსეთის ყურის ექვსმა ქვეყანამ ირანთან და ლიბანურ შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ 25 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ერთობლივი სანქციები დაუწესეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სანქციები დაუწესდა კორპორაციებს, ბანკებსა და ფიზიკურ პირებს.

აშშ-ის შემზღუდავ ზომებს შეუერთდნენ ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, ყატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

მიმდინარე კვირის დასაწყისში იერუსალიმში ვიზიტისასა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანზე ბირთვული პროგრამის გამო ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს.

დატოვე კომენტარი