აშშ-მა და კანადამ „ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“ ცვლილებაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ „ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“ ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური ტელეკომპანია CTV News-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება მიღწეულია, საბოლოოდ მაინც უნდა დამტკიცდეს. უახლოეს მომავალში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, კრისტია ფრილანდისა და ვაჭრობის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელის, რობერტ ლაითჰაიზერის განცხადება იგეგმება.
განახლებულ შეთანხმებას აშშ-ის, კანადისა და მექსიკის ლიდერები ხელს სავარაუდოდ 60 დღის ვადაში მოაწერენ.
აშშ, მექსიკა და კანადა მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპის მოთხოვნით მართავდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ამბობდა, რომ თუ შეთანხმების პირობები არ შეიცვლებოდა ვაშინგტონს მეხიკოსა და ოტავასთან შესაძლოა, ცალკე სავაჭრო შეთანხმებები დაედო.