აშშ-მა და ჩინეთმა ახალი სავაჭრო ხელშეკრულების პირველ ფაზაზე შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-მა და ჩინეთმა ახალი სავაჭრო შეთანხმების პირველ მნიშვნელოვან ფაზაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, შეთანხმების პირველი ფაზა ინტელექტუალურ საკუთრებას, ფინანსურ მომსახურებებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენას ითვალისწინებს. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთი 40-50 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენაზე დათანხმდა.
შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინიმ. მისი თქმით, შეთანხმების გამო 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები აღარ გაიზრდება, რაც 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი.