აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა
აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა

აშშ-მა გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა.

შესაბამისი ინფორმაცია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სანქციები ასევე დაუწესდა ხომალდის მფლობელ რუსულ კომპანიას. შეზღუდვები ითვალისწინებს ექსპორტის, საბანკო და სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ასევე აქტივების დაყადაღებას.

რუსულ ხომალდსა და კომპანიას სანქციები დაუწესდა „ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების გზით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ კანონის ფარგლებში.

გარდა ამისა, „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსული კომპანია „რუსტანკერი“ და ტანკერები „მასქიმ გორკი“ და „სიერა“.

დატოვე კომენტარი