აშშ-მა ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე ბილეთების გაყიდვა აკრძალა
აშშ-მა ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე ბილეთების გაყიდვა აკრძალა

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა აშშ-სა და ბელორუსს შორის სამგზავრო ფრენების ბილეთების გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შეზღუდვები ტრანზიტულ რეისებსაც ეხება. გამონაკლისად ჩაითვლება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზით, ასევე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფრენები.

საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის ფრენების შეზღუდვა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინტერესებშია.

ბილეთები გაყიდვების აკრძალვა და ფრენების შეზღუდვა იმ სანქციების პაკეტში შედის, რომელიც აშშ-მა ბელარუსს „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაუწესა.

ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, ბელარუსის ხელისუფლებამ 23 მაისს იძულებით დასვა მინსკის აეროპორტში. სამართალდამცველებმა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი თანმხლები სოფია საპეგა დააკავეს. ამჟამად ისინი მინსკში, შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი