აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატლანტის ოკეანეში ბალისტიკური რაკეტა Trident II წარმატებით გამოსცადა.
ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების „ტვიტერზე“ ვრცელდება.
„წარმატებით გამოიცადა Trident II D5LE რაკეტები ატლანტის ოკეანეში. ეს გამოცდები ხაზს უსვამს ჩვენს მზადყოფნასა და შესაძლებლობას 21-ე საუკუნის სტრატეგიულ შეკავებაში“, – ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების „ტვიტერზე“.
#USSWyoming successfully tests Trident II D5LE missiles over the Atlantic Ocean, Sept. 17th. These tests underscore our readiness and capability for 21st Century Strategic Deterrence. #ForceToBeReckonedWith
DETAILS: https://t.co/TyBMNJVqG2#DASO31 #SSBN742 @COMSUBLANT pic.twitter.com/X10VBbB16T
— U.S. Navy (@USNavy) September 18, 2021