აშშ-მა 300-ზე მეტი ჩინური პროდუქცია დასაბეგრი სიიდან  დროებით ამოიღო
აშშ-მა 300-ზე მეტი ჩინური პროდუქცია დასაბეგრი სიიდან დროებით ამოიღო

აშშ-მა 300-ზე მეტი ჩინური პროდუქცია დასაბეგრი სიიდან დროებით ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნულ პროდუქციაზე ტარიფები ერთი წლის განმავლობაში აღარ დაწესდება.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი მზარდი სამხედრო ძალის გამო, გარკვეულწილად, მსოფლიო საფრთხედ მოიხსენია. რაც შეეხება სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მისაღწევად მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, დონალდ ტრამპი თვლის, რომ ჩინეთს ამერიკული ტარიფების ფონზე, არჩევანი არ აქვს და ვაშინგტონთან მორიგება მოუწევს.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, ოქტომბერშია დაგეგმილი.