აშშ-მა 2.4 მილიარდი დოლარის ღირებულების ფრანგულ პროდუქციას შესაძლოა 100-პროცენტიანი ტარიფები დაუწესოს
აშშ-მა 2.4 მილიარდი დოლარის ღირებულების ფრანგულ პროდუქციას შესაძლოა 100-პროცენტიანი ტარიფები დაუწესოს.
აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს ფრანგულ შამპანურს, ყველს და ძვირადღირებულ პროდუქციას, რადგან დადგინდა, რომ საფრანგეთის მიერ მიღებული ციფრული მომსახურების გადასახადი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს დააზარალებს.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ფრანგული გადასახადი საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის არსებულ პრინციპებთან შეუსაბამოა და უარყოფით გავლენას მოახდენს ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა „გუგლი“, „ფეისბუქი“, „ეფლი“ და „ამაზონი“.