აშშ-მ თურქეთის იუსტიციისა და შს მინისტრებისთვის ენდრიუ ბრენსონის საქმეზე დაწესებული სანქციები გააუქმა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმა.
ეს სანქციები თურქ მაღალჩინოსნებს პასტორ ენდრიუ ბრენსონის პატიმრობის გამო ჰქონდათ დაწესებული.
ენდრიუ ბრენსონი თურქეთში 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს. თურქეთის ხელისუფლება მას ფეთჰულა გიულენთან კავშირსა და 2016 წელს მომხდარ არშემდაგარ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობას სდებდა ბრალს. პასტორი 12 ოქტომბერს გაათავისუფლეს. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა.